პროექტი

სასწავლო პროექტის ავტორი სახელი და გვარი: მარინე  გასიტაშვილი
რაიონი: გორის რაიონი
სკოლა: სსიპ მე-9 საჯარო სკოლა
ქალაქი: გორი
პროექტის მიმოხილვა
პროექტის სათაური
 გიორგი ერისთავის  „გაყრა“  და  ქართული  თეატრის  აღდგენა  საქართველოში 
პროექტის შინაარსი
გიორგი ერისთავის კომედიის უკეთ გასაგებად მოსწავლეები გაეცნობიან ქართული თეატრისა და დრამატურგიის სათავეებს, მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ეპოქის სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ ვითარებას, ქართული თეატრის აღდგენის ისტორიასა და კომედია „გაყრის“ მნიშვნელობას ამ პროცესში. ისინი გაეცნობიან გიორგი ერისთავის გორის დრამატული თეატრის ისტორიას, მის წარსულსა და აწმყოს, კომედია „გაყრას“, როგორც მნიშვნელოვან სპექტაკლს თეატრის რეპერტუარში, ნახავენ სპექტაკლს, მის თანამედროვე მოდერნიზებულ ვარიანტს, შეაგროვებენ მასალებს, მოგონებებს, აიღებენ ინტერვიუებს, დაწერენ რეცენზიებს, გადაიღებენ ფოტო და ვიდეომასალას. კომედიის ტექსტზე მუშაობისას გაიხსენებენ დრამატული ნაწარმოებისათვის, კერძოდ, კომედიისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს (ავტორისეული რემარკები, პერსონაჟთა დიალოგები, მონოლოგები და პოლილოგები), შეიმუშავებენ კითხვის სტრატეგიას, ტექსტის ანალიზისას განასხვავებენ ხასიათებისა და სიტუაციების კომედიას, შეეცდებიან ახსნან, ასრულებს თუ არა კომედია „ხალხის წვრთნისა და ზრდის ფუნქციას“, რა დასკვნების გამოტანის საშუალებას აძლევს “გაყრის“ ტექსტი მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს მკვლევარს, ჩამოაყალიბებენ თვალსაზრისს რამდენიმე პუნქტად, დაახასიათებენ პერსონაჟებს, დააკვირდებიან ტექსტის ენას, ამოიწერენ მათი ენისათვის დამახასიათებელ ტიპურ ნიმუშებს, აკვიატებულ გამონათქვამებს, იმსჯელებენ „გალექსილი სტროფების“ ფუნქციაზე. შეეცდებიან, კომედიაში წამოჭრილი პრობლემები დააკავშირონ თანამედროვეობასთან, დაკარგა თუ არა მან აქტუალობა და პოპულარობა, შეეცდებიან მოძებნონ „გაყრის“ პერსონაჟების შესატყვისი ტიპაჟები ქართულ სინამდვილეში და შექმნან პიესის თანამედროვე ვერსია ახალი რეალიების გათვალისწინებით.
მოსწავლეები მუშაობენ წყვილებსა და ჯგუფებში, ქმნიან მიზნობრივ გეგმებსა და პროდუქტს, აწყობენ პრეზენტაციებს აუდიტორიისთვის, ეჩვევიან ურთიერთთანამშრომლობასა და გუნდური მუშაობის პრინციპებს. საბოლოოდ, ამზადებენ ბლოგს, სადაც აისახება პროექტზე მუშაობის მსვლელობა და განთავსდება სათანადო მასალები.                                 
საგანი
ქართული ენა დალიტერატურა
დონე/კლასი  
საბაზო/მე-11
აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევები
პრობლემის გადაწყვეტა, შეფასება, ანალიზი, სინთეზი, კვლევა, შემოქმედებითი აზროვნება.
განხორციელების დროის ჩარჩო
ერთი თვე პროექტისთვის, დამატებით 1 კვირა საბოლოო პროექტისთვის, იმის მიხედვით, თუ რამდენი დრო დარჩება კლასში, როგორი იქნება მოსწავლეთა პროექტების სიღრმე/კომპლექსურობა და დაესწრება თუ არა პრეზენტაციას აუდიტორია, რომელსაც მოსწავლეებმა პროექტები უნდა წარუდგინონ.  
პროექტის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

       ე. ს. გ.  სტანდარტი  XI   კლასისათვის
შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება 

  ქართ. XI.1.  მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული                    აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
  ქართ.    XI.2.    მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
  ქართ.   XI.4.    მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციების  სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის  მომზადების დროს.       
  ქართ.  XI.5.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციების, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
  ქართ.     XI. 8.    მოსწავლეს შეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
  ქართ.    XI.  9.   მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების წერილობითი გაანალიზება.
  ქართ.  XI. 13.  მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად გამოიყენოს სათანადო ენობრივ-გრამატიკული საშუალებები სხვადასხვა ტიპის ტექსტის შესაქმნელად.
                  21-ე         საუკუნის         უნარ-ჩვევები
  
მოსწავლეთა ამოცანები/სწავლის შედეგები


შემოქმედებითი იდეების პრაქტიკულად გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად.
ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე  პასუხების გასაცემად.
იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით.
პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური, იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
დავალებების განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭება და შესრულება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე.
ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა. 

მოსწავლეები   შეძლებენ
შექმნან კომედიის (თუნდაც ერთი მოქმედების) თანამედროვე ვერსია და კომედიაში წამოჭრილი პრობლემები დააკავშირონ თანამედროვეობასთან.
დაახასიათონ საქართველოს ისტორიული და სოციალური ყოფა ნაწარმოების მიხედვით.
გააანალიზონ პერსონაჟთა ურთიერთდამოკიდებულება და ამ დამოკიდებულების გავლენა სიუჟეტზე.
გააანალიზონ კომედიაში დასმული პრობლემები იმ საკითხების წამოსაჭრელად, რომლებიც დღესაც აქტუალურია.
გააანალიზონ ავტორის სტილისა და ენის ფუნქცია კომედიაში.
ჩაატარონ კვლევა „გორის თეატრის წარსული და აწმყო“ - თეატრი დღეს - მიღწევები და პრობლემები.
გამოიყენონ ელექტრონული და ბეჭდური მასალა, აგრეთვე ადამიანური რესურსი ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაერთიანებლად, შემდეგ კი მიღებული ცოდნის აუდიტორიისათვის გადასაცემად.
მოსწავლეები შეძლებენ ცოდნის შემოქმედებითად, დამოუკიდებლად მოპოვებას, შეძლებენ ჩასწვდნენ მოვლენათა, საგანთა არსს, გააანალიზონ და განაზოგადონ ისინი.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი  შეკითხვები 1. როგორ ასრულებს კომედია „ხალხის წვრთნისა და ზრდის ფუნქციას“?
2. როგორ გვეხმარება ხელოვნება და ლიტერატურა თვითჩაღრმავებასა და საკუთარი თავის შეცნობაში?

თემატური შეკითხვები 1. რით შეიძლება დააინტერესოს „გაყრამ“ დღვანდელი მაყურებელი?
2. არის თუ არა სოციალური მდგომარეობა ადამიანის ხვედრის წარმმართველი? 

შინაარსობრივი შეკითხვები 1. რას ნიშნავს ხასიათებისა და სიტუაციების კომედია და რომელს მიაკუთვნებთ „გაყრას“?
2. კომედიაში წამოჭრილი პრობლემებიდან რომელია დღესაც აქტუალური?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტზე
და ასრულებენ დავალებებს პროექტზე მუშაობის 
დასრულების შემდეგ

1. წინასწარ შედგენილი კითხვარის შევსება 2.სქემა-„ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე 1.სამოქმედო გეგმა ერთობლივი მუშაობისთვის
2.ერთობლივი მუშაობის დაკვირვების ფურცელი 3.პრეზენტაციების,ჯგუფური მუშაობის, საკლასო ესეს ქულობრივი შეფასების რუბრიკები
1.შეფასების ანსტრუმენტები მოსწავლეების მიერ საკითხების გაგებისა და უნარ-ჩვევების შესამოწმებლად.
2.წავახალისოთ მეტაკოგნიტური აზროვნება, გან-ვსაზღვროთ მოს-წავლეების საჭი-როებები მუშაობის შემდ-გომი ეტაპისთვის
შეფასების  ინსტრუმენტების მოკლე აღწერილობა
პროექტის განმავლობაში გამოვიყენებ გამოკითხვას მოსწავლეთა ე.ს.გ. გათვალისწინებული მნიშვნელოვანი სა-კითხების გაცნობიერების შესამოწმებლად. განვსაზღვრავ მოსწავლეთა საბაზისო ვოდნას, აქტუალურ საჭიროებებს და დავეხმარები მათ, გაიხსენონ, რა იციან ზოგადად დრამატურგიისა და თეატრის ისტორიის შესა-ხებ. ამისთვის გამოიყენებენ სქემას ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე. მოსწავლეებს მოვთხოვ, გამოიყენონ სამოქმე-დო გეგმა, რომელიც მათ გონებრივი იერიშის, დაგეგმვისა და გეგმის განხორციელების დროს დაეხმარება.
გიორგი ერისთავის „გაყრის“ ტექსტზე მუშაობისას საბაზისო ცოდნაზე დაყრდნობით პერიოდულად განვიხილავთ პერსონაჟთა ხასიათებს, ურთიერთდამოკიდებულებებს, კომედიაში წამოჭრილ პრობლემეტიკას, ისტორიულ ფონს, სოციალურ და კულტურულ გარემოს, პერსონაჟთა მეტყველებას, მწერლის ენას, რამდენად ვლინდება ხასიათი მონოლოგებსა და დიალოგებში. ამისათვის მოსწავლეები გამოიყენებენ ვენის დიაგრამას, ასოციაციურ რუკას, შედარების ცხრილებს. გეგმა შეგვიძლია გამოვიყენოთ მათი ნამუშევრების საბოლოო შეფა-სებისთვისაც. პრეზენტაციების მომზადებისას მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ პროექტის ქულობრივი შეფა-სების გზამკვლევი. პროგრესის მონიტორინგის, უკუკავშირის უზრუნველყოფისათვის, კრიტიკული აზროვნებისა და პროცესების შეფასებისას, ასევე სასწავლო პროცესის ანალიზისთვის შეიძლება გამოვიყენოთ გრაფიკული დამ-გეგმავი (ორგანაიზერი), ინსტრუქციები წერითი სამუშაოებისათვის, პრაქტიკული მუშაობის ჩანაწერები, გამოკითხვები, რუბრიკები. ვაწარმოებ ჩანაწერთა დღიურს, რომელშიც შევიტან მოსწავლეების მიერ შქმნილი პროდუქტის აღწერას, სასწავლო პროცედურების თანმიმდევრობას, მოსწავლეთა მიერ შესრულებული აქტივობების მასშტაბებს, მოსწავლეთა ჩართულობას. საბოლოოდ, პროექტის შესაფასებლად გამოვიყენებ პროექ-ტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევს, შესაძლებელია შესწორებების შეტანა ჯგუფებისათვის დაწერილ ქუ-ლებში ინდივიდუალური მუშაობის მიხედვით.   
  

კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობის უნარ-ჩვევები
ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები
ტექნიკური უნარ-ჩვევები
სასწავლო პროცედურები
პროექტის   დასაწყისი
სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტებამდე მოსწავლეებს დაურიგდებათ კითხვარები, თუ რა იციან ქართული თეატრის ისტორიისა და კერძოდ, კომედია „გაყრის“ შესახებ.  ჯგუფებად განაწილდებიან სურვილისა და ინტერე-სების მიხედვით. ვთხოვ, შეავსონ სქემა: ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე. დაკომპლექტდება სამუშაო ჯგუფები, განაწილდება კონკრეტული დავალებები.
 I  ჯგუფი   მუშაობს თემაზე  „ქართული თეატრის ისტორიიდან“, ამზადებს პრეზენტაციას.
 II ჯგუფი მუშაობს გიორგი ერისთავის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მასალებზე. ამზარებს პრეზენტაციას გაკვეთილისათვის „გიორგი ერისთავის ბიოგრაფია“.
 III  ჯგუფი  მუშაობს თემაზე  „ქართული პროფესიული თეატრის დაარსება და კომედია „გაყრა“, ამზადებს პრეზენტაციას.
 IV  ჯგუფი        მუშაობს თემაზე „საქართველოს სოციალური და ისტორიული ყოფა კომედიაში „გაყრა“, ამზადებს რეფერატს  (კონსულტანტი ისტორიის მასწავლებელი ქეთევან ნონიკაშვილი).
  V  ჯგუფი   მუშაობს თემაზე „გიორგი ერისთავის „გაყრაში“ წამოჭრილი პრობლემების აქტუალობა და პერსონაჟთა ხასიათები“, ამზადებენ ესეებს.
 VI  ჯგუფი     მუშაობს თემაზე „გიორგი ერისთავის კომედიის ენობრივი თავისებურებანი და გალექსილი სტრო-ფების ფუნქცია“, ამზადებენ ესეებს.
 VII  ჯგუფი    მუშაობს თემაზე „ჟან-ბატისტ მოლიერი და ერისთავი - ქართველი მოლიერი“, ამზადებს პრეზენტაციას.   
 VIII  ჯგუფი     მუშაობს გიორგი ერისთავის კომედიის თანამედროვე ვერსიის შექმნაზე, ამზადებენ ინსცენირებას (კონსულტანტი ხელოვნების მასწავლებელი ნათია აწკარუნაშვილი).
 IX   ჯგუფი          მუშაობს თემაზე „გორის თეატრის წარსული და აწმყო და კომედია „გაყრა გორის თეატრში“, ამზადებენ პრეზენტაციას.
 X    ჯგუფი    მუშაობს  ბლოგის შექმნაზე, რომლის პრეზენტაციითაც დასრულდება პროექტი (კონსულტანტი ინფორმატიკის მასწავლებელი ხათუნა ტაბიძე).
     
                  გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა“ - კითხვის სტრატეგიები, სპექტაკლის  ნახვა                                                                                                                                                                                                                     
                მთელ კლასთან ვმუშაობთ ნაწარმოების ტეტქსტზე, ვკითხულობთ კომედიას, ვაკვირდებით პერსონაჟთა მეტყველებასა და ქცევას, რაც მოსწავლეს დაეხმარება იმდროინდელი საქართველოს სოციალური და კულტურული ყოფის უკეთ გაცნობაში. ვაკვირდებით მწერლის ენას, შემოქმედებით მეთოდს, კრიტიკული რეალიზმის სათავეებს, რათა გამოვავლინოთ მათი დამოკიდებულება ამ პრობლემების მიმართ. მივცეთ დისკუსიის სახე თემას „ასრულებს თუ არა კომედია ხალხის წვრთნისა და ზრდის ფუნქციას?“ დისკუსიის წარმართვისა და მიმართულების მისაცემად დაგვეხმარება კითხვები: რა არის ხასიათებისა და სიტუაციების კომედია, რამ განაპირობა „გაყრის“ პოპულარობა და სცენური სიცოცხლე, რით შეიძლება დააინტერესოს „გაყრამ დღევანდელი მაყურებელი, არის თუ არა სოციალური მდგომარეობა ადამიანის  ხვედრის წარმმართველი, „გაყრაში“ წამოჭრილი პრობლემებიდან რომელია დღესაც აქტუალური. მოსწავლეები დაესწრებიან სპექტაკლს გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, აიღებენ ინტერვიუებს, დაწერენ რეცენზიებს, განიხილავენ, თუ რა გავლენას ახდენს კლასიკური მემკვიდრეობა თანამედროვე ხელოვნებასა და ლიტერატურაზე, მოსწავლეებს მივცემთ მითითებებს პრეზენტაციების, რეფერატებისა და ესეების მოსამზადებლად, ვთხოვ, აწარმოონ ჩანაწერების დღიურები.
               საბოლოოდ, შევაჯამოთ,როგორ დაეხმარება პროექტი ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის  მიღწევაში, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში, როგორ გამოვიყენებ პროექტს სასწავლო პროცე-სის გაუმჯობესებაში.
სწავლისა და სწავლების კვლევა გვიჩვენებს,თუ რამდენად მნიშვნელოვანია თემატიკის სიღრმისეული  სწავლება.
პროექტის  დასაწყისში, მოსამზადებელი სამუშაოს პერიოდში მოსწავლეებს განვაწყობ, გამოვიწვევ მათ ინტერესს  შესასწავლი საკითხების მიმართ (საუბარი თეატრის ისტორიის შესახებ, სპექტაკლზე დასწრება, შეხვედრა მსახიობებთან, რეჟისორთან, თეტრის მუზეუმისა და ბიბლიოთეკის დათვალიერება, კითხვარების შევსება, სქემა:  ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე). ავუხსნი, რომ მათ საკუთარი კვლევის შდეგები უნდა წარუდგინონ აუდიტორიას,  შექმნან პროდუქტი, რომელიც მათ მოსაზრებებსა და შხედულებებს დაადასტურებს, ეს იქნება: პრეზენტაცია, ესე, რეფერატი, ბუკლეტი, ბლოგი. მათ უნდა შეძლონ მნიშვნელოვანი იდეების ორგანიზება,    განიხილონ სამუშაო გეგმის კომპონენტები და შქმნან სამოქმედო გეგმა, რომლითაც პროექტზე მუშაობისას იხელმძღვანელებენ. მოსწავლეებს ავუხსნი, რომ ეს არის სამუშაო დოკუმენტი, რომელიც, მათ გონებრივი იერიშის, დაგეგმვისა და გეგმის განხორციელების დროს დაეხმარება დადებითი შედეგის მიღწევაში - სკოლაში, საზოგადოებაში, ცხოვრებაში. 
კვლევის ეტაპზე მოსწავლეებს მოვთხოვ, თვალი მიადევნონ რესურსებს და განსაზღვრონ მოქმედების კურსი. ზოგიერთ ჯგუფს დასჭირდება კვლევის ფორმა, ზოგს-შემოქმედებითი და კრეატიული გადაწყვეტილებების მიღება და ა.შ. ჯგუფებს მიეცემათ მიზანმიმართული ავთენტური დავალებები მათი ინტერესებისა და შესაძლებლიბების გათვალისწინებით. პროექტის დასაწყისში დავარიგებ პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევს, რათა მოსწავლეებმა შეძლონ თვითშეფასების განხორციელება თავიანთი მოსაზრებებისა და შესაბამისი პროდუქტების წარდგენის შემდეგ. პროექტის მიმდინარეობისას პერიოდულად შეხვდები თითოეულ ჯგუფს და განვიხილავთ მათ სამოქმედო გეგმას, რათა მუშაობა სწორი მიმართულებით წარმართონ. ასევე ვთხოვ,  მათ ერთმანეთსაც შეხვდნენ უკუკავშირის მისაღებად, რათა ჩამოუყალიბდეთ გუნდური მუშაობისა და ურთერთთანამშრომლობის ჩვევები. 
მას შემდეგ, რაც ყველა ჯგუფი წარდგება შესაბამისი აუდიტორიის წინაშე, გავმართავთ შეხვედრას, რომელსაც მშობლები და სკოლის დირექცია დაესწრებიან, შესაძლებელია, მოწვეული სტუმრებიც. შეხვედრაზე განვიხილავთ მოსწავლეთა  პრეზენტაციებს. გამოვთქვამთ ჩვენს მოსაზრებებს,  მოხდება პროექტის შეჯამება, და ბლოგის პრეზენტაცია. ყველაფერი დასრულდება კომედია „გაყრის“ მოსწავლეების მიერ შექმნილი თანამედროვე ვერსიის ინსცენირებით. 
დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები დავურიგოთ ზოგიერთი პროდუქტის შაბლონი, როგორიც არის, მაგალითად, ფოტოები
დავურიგოთ შესავსები სამუშაო ფურცლები სიუჟეტის შესახებ. ეს მათ პერსონაჟებისა და მოქმედების დამახსოვრებას გაუმარტივებს.
ნება დავრთოთ აირჩიოს საბოლოო პროექტზე მუშაობის მეთოდი და საშუალებები საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად. 


მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები ყურადღება მივაქციოთ, რომ საბოლოო პროექტი საზოგადოებრივი პროექტების და პროგრამების ფართო სპექტრს ითვალისწინებს, რაც ნიჭიერი მოსწავლეების შესაძლებლობების სრულად გამოყენების საშუალებას იძლევა.
წავახალისოთ, რათა მათ არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და რთული პრობლემების კრეატიულ გადაწყვეტილებას მიაგნონ.  

0 comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.