დღიური 3. 4.12.

მოსწავლეებმა ეფექტურად წარმოადგინეს პროდუქტი- „ქართული თეატრის  დაარსება 1850 წელს გიორგი ერისთავის კომედიით „გაყრა“. ისინი მოკლედ შეეხნენ ქართული თეტრის განვითრების ეტაპებს პირველი პროფესიული თეატრის დაარსებამდე 1850 წელს. ისაუბრეს  კომედია „გაყრაზე“, როგორც საეტაპო სპექტაკლზე, მისი მომზადებისა და წარმოდგენის შესახებ, მონაწილე არაპროფესიონალ შემსრულებლებზე. გაგვაცნეს, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ქათული კულტურისათვის ქართული თეტრის აღგენას, თუ როდის და რომელი თეატრების სცენებს ამშვენებდა და ამშვენებს „გაყრა“, გვაჩვენეს ნაწყვეტი მუსიკალური კომედიის სპექტაკლიდან „გაყრა“. პრეზენტატორებს ჰქონდათ მომზადებული სლაიდშოუ, რომელსაც გვაჩვენებდნენ. მათი მეტყველება იყო გამართული, სტილი - გასაგები, იგრძნობოდა საკითხებისადმი ინტერესი და სიღრმისეული ცოდნა, კარგი კონტაქტი აუდი- ტორიასთან. აუდიტორია იყო საკმაოდ დიდი (50 ადამიანი). ნანუკი მაკრახიძისა და ლუკა ლაშხის მიერ მომზადებული პრეზენტაცია წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს.

პრეზენტაციას ესწრებოგნენ მე-11 გ კლასის მოსწავლეები და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა ჯავახიშვილი.

0 comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.