დღიური 4. 10.12.

  პროექტის ფარგლებში შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაატარეს მოსწავლეებმა: თამარ მოსიაშვილმა, თამარ სადაღაშვილმა, ნინო მაღალაშვილმა, მარიამ წიკლაურმა და ნატო ლაღიძემ. ერთ ჯგუფს ჰქონდა მომზადებული რეფერატი „საქართველოს სოციალური და ისტორიული ყოფა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში.“ მათ მიმოიხილეს ის მოვლენები, რომლებიც დაკავშირებული იყო 1832 წლის შეთქმულებასთან და გიორგი ერისთავის მონაწილეობასთან ამ შეთქმულებაში. რეფერატს არ ახლდა საილუსტრაციო მასალა.
  მეორე ჯგუფს ჰქონდა მომზარებული ესეები: „გიორგი ერისთავის კომედიაში წამოჭრილი პრობლემატიკა“ და „პერსონაჟთა სახეები კომედიაში „გაყრა’. მათ გააანალიზეს ნაწარმოების პრობლემეტიკა, პერსონაჟთა სახეები, რომელია ამ პრობლემათაგან დღესაც აქტუალური, ისაუბრეს ხასიათებისა და სიტუაციების კომედიაზე და შეეცადნენ, „გაყრა’ მიეკუთვნებინათ ხასიათების კომედიისათვის. ესეებს აკლდა სიღრმე და ხატოვანება, მოსწავლეები მიჯაჭვულები იყვნენ ტექსტზე, მაგრამ მათ მაინც გაართვეს თავი დავალებას.
  მესამე ჯგუფს ჰქონდა მომზადებული ესე თემაზე „ავტორის ენა და გალექსილი სტროფების ფუნქცია კომედიაში“. ნატო ლაღიძემ და ნინი მეზვრიშვილმა ზემიწევნით ზუსტად განიხილეს ავტორის ენისათვის დამახასიათებელი ნიუანსები: ბარბარიზმების, დიალექტიზმების, ნეოლოგიზმების, ჟარგონების, არქაიზმების ფუნქციური დატვირთვა, თუ როგორ იყენებს ავტორი პერსონაჟის მეტყველებას მისი დახასიათებისთვის, აკვიატებული გამონათქვამები და მათი ფუნქცია, ე.წ. გალექსილი სტროფები და მათი როლი კომედიაში.  ჯგუფმა წარმატებით გაართვა თავი სამუშაოს და წარმოადგინა საინტერესო პროდუქტი, რომელიც გამდიდრებული იყო შესაბამისი სილუსტრაციო მასალით.

გაკვეთილი დასრულდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. პრეზენტაციას ესწრებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე ია ბჟალავა.

0 comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.