დღიური 6. 12.12.

  საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა მოსწავლეთა ჯგუფმა (ნოდარ დალაქიშვილი, ვახტანგ რაზმიაშვილი, ლექსო წვერავა და თეიმურაზ გელაძე). მათ გაგვაცნეს გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ისტორია. მოსწავლეებმა ისაუბრეს სცენისმოყვარეთა პირველ ცდებზე, გორის თეატრის დაარსებაზე, მისი განვითარების ისტორიაზე, ყველა რეჟისორზე, რომელსაც კი უმუშვია გორის თეატრში, სპექტაკლებზე, მსახიობებზე, თეატრის დღევანდელ სახეზე, მოგვასმენინეს მათ მიერ ჩაწერილი ინტერვიუ თეატრის  მთავარ რეჟისორ  სოსო ნემსაძესთან. პრეზენტაცია იყო შედეგი კვლევისა, რომელიც მოსწავლეთა ამ ჯგუფმა გასწია. მათ მოიძიეს მასალები თეატრის მუზეუმში, ბიბლიოთეკასა და არქივში, გამოიყენეს მოგონებები, რომლებიც დაცულია ვ. ბუხნიკაშვილის წიგნში. პრეზენტაციას თან სდევდა ვრცელი სლაიდშოუ, რომელიც თემასთან იყო დაკავშირებული. მათი მეტყველება იყო გამართული, იგრძნობოდა საკითხისადმი ინტერესი და ცოდნა, ძირითადად საუბრობდნენ ზეპირად, აუდიტორიასთან შეძლეს კონტაქტის დამყარება. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი დავალებას.

პრეზენტაციას ესწრებოდა თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე  ქალბატონი მაგული გარდაფხაძე.

0 comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.