დღიური 2. 27.11.

მოსწავლეებმა ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდეს გიორგი ერისთავის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. სამ მოსწავლეს პრეზენტაციისათვის ერთობლივი მუშაობისას განაწილებული ჰქონდათ წარმოსადგენად საკითხები: 1.ბიოგრაფია, 2.მოღვაწეობა, 3.ცხოვრების ბოლო წლები. მათ გამოიყენეს ბეჭდური მასალაც და ინტერნეტრესურსებიც. მომზადებული ჰქონდათ სლაიდშოუ, რომელსაც გვიჩვენებდნენ Power Point-ის რეჟიმში. ფოტო-მასალა თემატურად კარგად იყო შერჩეული და თვალსაჩინოს ხდიდა მოწოდებულ ინფორმაციას. მათი მეტყველების სტილი იყო დინჯი და გასაგები. ჯგუფის ლიდერად გამოიკვეთა თამარ დაჰკოშვილი, რომელმაც შეითავსა მასწავლებლის ფუნქცია და პრეზენტატორებმა, ფაქტობრივად, ჩაატარეს გაკვეთილი. მათ წარმატებით გაართვეს თავი ამოცანას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ მე-11 გ კლასის მოსწავლეები და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა ჯავახიშვილი.

0 comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.