გელაშვილი

ჟან-ბატისტ მოლიერი და ერისთავი ქართველი მოლიერი

მოლიერის ნამდვილი სახელი ჟან-ბატისტ პოკლენია. ფრანგი დრამატურგი და თეატრალური მოღვაწე რომელსაც მოიხსენიებენ, როგორც „კომედი ფრანსეზის“ დამაარსებელს და „მაღალი კომედიის“ ჟანრის ფუძემდებელს. ჟან ბატისტ პოკლენი 1622 წლის 15 იანვარს იქნა მონათლული პარიზში, სენტ-ეუსტაშის სამრევლოში. როგორც ვარაუდობენ, იგი იმ დღეს ან, უკიდურეს შემთხვევაში წინა დღით დაიბადა. ბაბუას პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა თეატრში, რამაც თავიდანვე შთაუნერგა მას სცენისადმი სიყვარული. 1632 წელს გარდაეცვალა დედა. ერთი წლის შემდეგ ბიჭი კლერმონის კოლეჯში შეიყვანეს, სადაც გაიცნო პრინც დე კონტი, რომელიც მომავალში მისი პროტექტორი გახდა. კოლეჯის დასრულების შემდეგ ჟან-ბატისტმა სამართალის სწავლა დაიწყო ორლეანში.
1642 წელს მან მეფის კარზე დაიწყო მუშაობა, სადაც გაიცნო მსახიობები - ბეჟარების ოჯახი და მათთან ერთად 1643 წლის 30 ივნისს დააარსა "ბრწყინვალე თეატრი". თატრის ხელმძღვანელი თავიდან მადლენ ბეჟარი იყო, რომლის მიმართ გულგრილი არ იყო მომავალი დრამატურგი. 1644 წელს დასის დირექტორი ხდება ჟან-ბატისტი და ამავე წელს ფსევდონიმად იღებს "მოლიერის" სახელს. სახელის არჩევის მიზეზი დღემდე უცნობი რჩება. თეატრის კარიერა დასაწყისში მისთვის საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა, ვალების გამო მოლიერი დაპატიმრებულიც კი იყო. მან დატოვება პარიზი და 11 წლის მანძილზე თავის დასთან ერთად იმოგზაურობა საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში. ამ ხნის მანძილზე იგი საკმაოდ ცნობილი გახდა.1645-1659 წლებში მოლიერი ეწევა როგორც დრამატურგიულ ასევე სამსახიობო მუშაობას. წერს თავის პირველ პიესებს, რომლებიც კომედია დელ'არტეს ძლიერ გავლენას განიცდის. 1658 წელს მოლიერის დასი პარიზში ბრუნდება. იღებს მეფის ძმის პროტექციას და დიდ წარმატებას აღწევს მეფის კარზე.1664 წელს მოლიერი დგამს ტარტიუფს, სადაც რელიგიის სიყალბეა ნაჩვენები, რასაც ძალიან დიდი სკანდალი მოჰყვება და მეფე, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებული ხდება აკრძალოს იგი. მომდევნო ორი წლის მანძილზე მოლიერი ავადმყოფობს, თუმცა ეს ხელს არ უშლის წერაში. იქმნება ისეთი შედევრები, როგორიცაა: მიზანთროპი, სადაც თავის გულისტკივილსა და ტანჯვას გამოხატავს არმანთან დაშორების გამო, უნებლიეთ ექიმი, ძუნწი, და მისი უკანასკნელი ნაწარმოები, მოჩვენებითი ავადმყოფი.1673 წლის 17 თებერვალს, მოჩვენებითი ავადმყოფის მეოთხე წარმოდგენის დროს, სადაც თავადვე თამაშობდა მთავარ როლს, მოლიერი ცუდად ხდება. რამდენიმე საათში იგი გარდაიცვლება. მას დაკრძალავენ ღამით, ყოველგვარი ცერემონიის გარეშე, სენტ-ეუსტაშის სამრევლოს სასაფლაოზე. 1817 წელს მისი ნეშთი გადასვენებულ იქნება პერ ლაშეზის სასაფლაოზე. მოლიერის პიესები ნათლად ასახავს 1660-70-იან წლების რეალობას: მაღალ საზოგადოებაში გაბატონებულ ზნე-ჩვეულებებს (მიზანთროპი), ლიბერტინაჟს (დონ ჟუანი), გაკოტრებული არისტოკრატიის სწრაფვას მდიდარბურჟუაზიასთან კავშირისკენ (კეთილშობილი ბურჟუები). მოლიერის პერსონაჟები განასახიებენენ არა 
კონკრეტულ ადამიანებს, არამედ მარადიულ ტიპებს, ხასიათებს, როგორიცაა: მლიქვნელობა, სიძუნწე, მიზანტროფია. ეს პერსონაჟები იმდენად ცოცხალ ტიპებს წარმოადგენენ, რომ მათი სახელები თანამედროვე ლექსიკონშიც კი დამკვიდრდა: დონ ჟუანი, ტარტიუფი, არპაგონი. თავის კომედიებშიმოლიერი მარტივ, ცნობილ სიუჟეტებს იღებს. ნაკლებად ზრუნავს დამაჯერებლობაზე. პერსონაჟთა უმრავლესობა კარიკატურულისახისაა, მაგრამ ამავე დროს ტიპირებული, სიტუაციები კი - ცოტათი უცნაური. დრამატურგი ცდილობს არა წესების დამორჩილებას, არამედ ეფექტის მოხდენას, ამიტომ კომედიებში ფანტასტიკური დასასრულიც კი შემოაქვს, თან უმეტესად კეთილი.კომიკური მოლიერთან წარმოდგენილია ჟესტიკულაციის, აკრიობატიკის, მიმიკების სახით. გვხვდება ფარსისთვის დამახასიათებელი ელემენტები: გადაცმა, დევნა, სილის გაწვნა, წუწუნი. აქვეა ურთიერთგანსხვავებული სცენების მონაცვლეობა: შეუმჩნეველი შემოსვლა, ზურგსუკან მუქარა. ჩვევებსა და ლაპარაკში კონტრასტი. ყველაზე დიდ ეფექტს კი ის იწვევს, რომ თავად პერსონაჟები ვერ ხვდებიან, რომ არიან სასაცილონი, მოწყვეტილნი არიან რეალობას და ცხოვრობენ თავიანთ აზრებში, აკვიატებულ იდეებში.მოლიერის სტილი ძალიან განსხვავებულია პერსონაჟთა მიხედვით. სხვადასხვა სოციალური კლასის თუ რეგიონის წარმომადგენლებს მათთვის დამახასათებელი სტილით ალაპარაკებს. ამან გამოიწვია ეჭვის გაჩენა, რომ მოლიერს არ ეხერხებოდა დახვეწილი ლიტერატურული ენის გამოყენება. მაგრამ საპირისპიროს ამტკიცებს მაგალითად დონ ჟუანის მონოლოგი სიყვარულის არამდგრადობის შესახებ, სადაც დახვეწილი, არისტოკრატული პოეტური პროზაა გამოყენებული, ან კიდევ პრესიოზული დიალოგები.მოლიერის შემოქმედებას საქართველოსი XIX საუკუნეში გაეცნენ. მისი "სკაპენის ოინები" თარგმნა აკაკი წერეთელმა (სათაურით "სკაპენის ცუღლუტობა"). ივანე ერისთავმა (გიორგი ერისთავის ძმამ) თარგმნა და გიორგი ერისთავის თეატრში დადგა მოლიერის პიესა "უნებლიეთ ექიმი" (1852–1853 წლებში), ხოლო 1936 წელს იგივე პიესა დაიდგა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1878 
წელს ქუთაისში დაიდგა "ჟორჟ დანდენი" (გ. თუმანიშვილის თარგმანი), 1880 
წელს გორში არვიცაშვილის თარგმანის მიხედვით დაიდგა "კრიჟანგი" ("ძუნწი"); 
1901 წელს გამოქვეყნდა ივანე მაჭავარიანის თარგმანი "ტარტიუფი ან მუზმუზელა" (1921 წელს დაიდგა რუსთაველის სახელობის თეატრში), 1909 წელს – "დრამატული თხზულებანი" (გამომცემლობა "სორაპანი"). 1924 წელს რუსთაველის სახელობის თეატრში დაიდგა "გააზნაურებული მდაბიო", 1929 წელს – "ძუნწი"(აბრამიშვილის თარგმანი). 1937 წელს გამოქვეყნდა მოლიერის "კომედიების კრებული". 1938 წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრმა დადგა "სკაპენის ოინები", ხოლო 1943 წელს მარჯანიშვილის სახელობის თეატრმა – "ვითომდა ავადმყოფი".მოლიერის პიესების მიხედვით გიორგი ერისთავმა დაწერა კომედიური სახის ნაწარმოებიბი რომლებმაც საქართველოში საფუძველი ჩაუყარეს კრიტუკული რეალიზმის, როგორც ჟანრის, განვითარებას. ამ ნაწარმოებებში როგორც მოლიერის პიესებში სხვადასხვა საზოგადოებრივი ფენები  კარგად არის ასახული თავისი სალაპარაკო ენით. ორივე დრამატურგის ნაწარმოებებში ვხვდებით  სატირას. მიუხედავად იმისა რომ ხალხს ეცინება ამ სპექტაკლების ნახვისას სიცილის მიღმა დამალულია ყოფითი პრობლემები საზოგადოების მანკიერი მხარეები ან თუნდაც ქვეყნის მძიმე მდგომარეობა. სწორედ ამ მსგავსების და საქართველოში კომედიის განვითარების გამო ვუწოდებთ გიორგი ერისთავს ,,ქართველ მოლიერს.“

0 comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.