დღიური 1. 26.11.

მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს ქართული თეატრის სათავეებთან დაკავშირებული საკითხები, მისი განვითარების საფეხურები, ისაუბრეს ქართული თეატრის აღდგენასა და გიორგი ერისთვის ღვაწლზე. მიმოიხილეს თანამედროვე თეატრის ცხოვრებაში         მიმდინარე მოვლენები. პრეზენტაციის დროს მათ Power point-ის რეჟიმში შესაბამისი სლაიდშოუ წარმოადგინეს. მათი გადმოცემისა და თხრობის სტილი, განსაკუთრებით, ნატო ლაღიძის, იყო დახვეწილი და დამაჯერებელი. მოსწავლეებმა დააინტერესეს აუდიტორია, ამომწურავი პასუხები გასცეს შეკითხვებზე. მოსწავლეების პირველმა ჯგუფმა თავი წარმატებით გაართვა დავალებას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის  გამგე ია ბჟალავა და ინფორმატიკის მასწავლებელი ხათუნა ტაბიძე.

0 comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.