გარდაფხაძე

დავესწარი  მე-11   კლასის  პრეზენტაციას  „გორის  თეატრის  წარსული  და  აწმყო“.  ძალიან

სასიამოვნოა,  რომ  მოსწავლეები  დაინტერესებულები  არიან  თეატრის ისტორიითა  და მისი  დღევანდელი  დღით,  სასიმოვნოდ  გამაკვირვა  მათმა  მონდომებამ,  მოძიებული  მასა-ლა  დალაგებული  იყო  ქრონოლოგიურად  და  თან  სდევდა  საილუსტრაციო  სლაიდშოუ. ჩანდა  მათი  ინტერესი  და  პასუხისმგებლობა  შესასწავლი  საკითხის  მიმართ.  ვრცელ  ინფორმაციას  თან  ახლდა  ინტერვიუ  თეატრის  სამხატვრო  ხელმძღვანელთან და  მთავარ  რეჟისორ  სოსო  ნემსაძესთან.  პრეზენტაცია   იყო  პროექტის  ფარგლებში.  კარგია,  როდესაც ასეთი  პროექტებით  ინტერესდებიან  ახალგაზრდები,  ჩვენს  თეატრს  კარგი  მაყურებელი  და  ქომაგი  სჭირდება,  ამ  ბავშვების  სახით  მე  ეს   დავინახე,  რაც  ძალიან  მახარებს.  მინდა მოსწავლეებსა  და მათ  მასწავლებელს,  ქალბატონ  მარინე  გასიტაშვილს,  წარმატებები  ვუსურვო.  

0 comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.