ჯავახიშვილი

ვესწრებოდი მე-11 ბ კლასის მოსწავლეთა მიერ მომზადებულ ორ პრეზენტაციას. პირველი პრეზენტაცია ეხებოდა გიორგი ერისთავის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მეორე-ქართული თეატრის დაარსებას. მოსწავლეთა მიერ მოძიებული ინფორმაცია იყო სრულყოფილი და კარგად დამუშავებული. საინტერესოდ იყო მომზადებული სლაიდშოუ, რომელიც სრულად შეესაბამებოდა საინფორმაციო ტექსტს. მოსწავლეთა მეტყველების სტილი იყო  დამაჯერებელი და მსმენელთათვის ადვილად გასაგები. მათ შეძლეს აუდიტორიის დაინტერესება. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს თამარ დაჰკოშვილისა და ნანუკი მაკრახიძის შესანიშნავი კონტაქტი აუდიტორიასთან. მოსწავლეებმა ამომწურავი პასუხები გასცეს დასმულ შეკითხვებს.

0 comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.